Sunday, April 24, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

გადმოვწერეთ  პრეზენტაციისათვის საჭირო მასალები.
გადმოვწერეთ და ჩავსვით ვებ-გვერდების მისამართები.
ავაწყვეთ პრეზენტაცია.

Saturday, April 23, 2016

ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია


დავამთავრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა.
 ვიმუშავეთ მულტიმედიური  პრეზენტაციის რუბრიკაზე.
 .გადავაკეთეთ და მოვარგეთ მოსწავლეთა საჭიროებებს.
ვიმუშავეთ ნიშნის გამოთვლაზე.
 შევქმენით  პრეზენტაციის შაბლონი და ჩამოვაყალიბეთ პრეზენტაციაზე მუშაობის გეგმა. სამუშაო დღე იყო ნაყოფიერი.

Sunday, April 17, 2016

III ტრენინგ-დღის რეფლექსია


ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე.
შევარჩიე თემის შინაარსი.
ჩამოვაყალიბე თემატური და ზოგადი კითხვები.
ტრენერთან  ვიმუშავეთ კითხვა პასუხის რეჟიმში დავრჩი ძალიან კმაყოფილი.

I-II მოდულის რეფლექსია


შევქმენი პორტფოლიო.
გადმოვწერე ტრენინგისთვის საჭირო მასალები.
შევქმენი ბროშურა.
დავიწყე სასწავლო პტოექტის გეგმაზე მუშაობა.

Friday, May 8, 2015

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ელექტრონული ფოსტა
საგანი
ი.ს.ტ.
კლასი და საფეხური
VIკლასი დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა
24
ს.ს.ს.მ მოსწავლეთა რაოდენობა
0
ესგ-ის მიზნები
ინფორმაციის ძიებისას მოსწავლემ ეფექტიანად გამოიყენოს საძიებო სისტემის შესაძლებლობები. შეაფასოს და იმსჯელოს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან გამოიყენოს საკომუნიკაციო საშუალებები იდეების, ინფორმაციისა და ციფრული მასალების გასავრცელებლად
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები ისწავლიან ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, წერილის გაგზავნასა და მიღებული წერილის ნახვას, ფაილის მიმაგრებას წერილზე და მიღებული ფაილის გადმოწერას.
გაკვეთილის ჩატარების თანმიმდევრობა
A ფაზა:
(საორგანიზაციო საკითხები 5 წუთი)
წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის კლასი დავყავი 5 ჯგუფად, რომელთაც წინა გაკვეთილზე მოძიებული აქვთ ინფორმაცია ოკეანეების შესახებ.(თითოეულ ჯგუფს თითო ოკეანეს შესახებ).  მოსწავლეებს ვთხოვ მოიფიქრონ როგორ მოახერხებენ მეგობრებს მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მომზადებული დოკუმენტისშესახებ. მსჯელობას წარმარტავ ისე, რომ მოსწავლეები მივიდნენ  დასკვნამდე; ერთერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება, მეგობარს გაუზიარო ინფორმაცია, არის წერილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით.
B ფაზა:
ვუხსნი მოსწავლეებს, როგორ შეიძლება წერილი გაიგზავნოს ერთდროულად რამდენიმე მისამართზე, როგორ მიმაგრდეს წერილზე დოკუმენტი, წაიკითხოს და გადმოწეროს წერილი.
C ფაზა:
მოსწავლეები, რომლებიც რომლებიც ჯგუფებად სხედან, ვთხოვ ერთმანეღში გადააგზავნოონ დოკუმენტები" ოკეანეების" შესახებ და მიმღებმა ჯგუფმა დაადასტუროს პასუხით: "გმადლობთ, დოკუმენტი მიღებულია". მიღებულ წერილს გადმოწერენ. მოსწავლეები ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას.
შეფასება
შეფასებას ვახდენ შეფასების რუბრიკით.
გამოყენებული რესურსები
წინა გაკვეთილზე მოძიებული მასალები "ოკეანეების" შესახებ, კომპიუტერი.


გავუფრთხილდეთ ეკოსისტემას