Friday, May 8, 2015

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ელექტრონული ფოსტა
საგანი
ი.ს.ტ.
კლასი და საფეხური
VIკლასი დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა
24
ს.ს.ს.მ მოსწავლეთა რაოდენობა
0
ესგ-ის მიზნები
ინფორმაციის ძიებისას მოსწავლემ ეფექტიანად გამოიყენოს საძიებო სისტემის შესაძლებლობები. შეაფასოს და იმსჯელოს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან გამოიყენოს საკომუნიკაციო საშუალებები იდეების, ინფორმაციისა და ციფრული მასალების გასავრცელებლად
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები ისწავლიან ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, წერილის გაგზავნასა და მიღებული წერილის ნახვას, ფაილის მიმაგრებას წერილზე და მიღებული ფაილის გადმოწერას.
გაკვეთილის ჩატარების თანმიმდევრობა
A ფაზა:
(საორგანიზაციო საკითხები 5 წუთი)
წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის კლასი დავყავი 5 ჯგუფად, რომელთაც წინა გაკვეთილზე მოძიებული აქვთ ინფორმაცია ოკეანეების შესახებ.(თითოეულ ჯგუფს თითო ოკეანეს შესახებ).  მოსწავლეებს ვთხოვ მოიფიქრონ როგორ მოახერხებენ მეგობრებს მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მომზადებული დოკუმენტისშესახებ. მსჯელობას წარმარტავ ისე, რომ მოსწავლეები მივიდნენ  დასკვნამდე; ერთერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება, მეგობარს გაუზიარო ინფორმაცია, არის წერილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით.
B ფაზა:
ვუხსნი მოსწავლეებს, როგორ შეიძლება წერილი გაიგზავნოს ერთდროულად რამდენიმე მისამართზე, როგორ მიმაგრდეს წერილზე დოკუმენტი, წაიკითხოს და გადმოწეროს წერილი.
C ფაზა:
მოსწავლეები, რომლებიც რომლებიც ჯგუფებად სხედან, ვთხოვ ერთმანეღში გადააგზავნოონ დოკუმენტები" ოკეანეების" შესახებ და მიმღებმა ჯგუფმა დაადასტუროს პასუხით: "გმადლობთ, დოკუმენტი მიღებულია". მიღებულ წერილს გადმოწერენ. მოსწავლეები ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას.
შეფასება
შეფასებას ვახდენ შეფასების რუბრიკით.
გამოყენებული რესურსები
წინა გაკვეთილზე მოძიებული მასალები "ოკეანეების" შესახებ, კომპიუტერი.


2 comments: