Sunday, May 15, 2016
ტრენინგის მე-9 დღე
პორტფოლიო დავათვალიერეთ, გავასწორეთ შეცდომები. პორტფოლი დავდეთ გულის დისკზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ტრენინგი იყო საინტერესო და პროდუქტიული.
Saturday, May 14, 2016
ტრენინგის მე-8 დღე
გეგმაში შევიტანე საბაზისო უნარჩვევები და დიფერენცირებული სწავლების მეთოდები.
გავწერეთ სასწავლო პროცედურები.
გავწერეთ სასწავლო პროცედურები.
Tuesday, May 10, 2016
ტრენინგის მე-7 დღე.
გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების აღწერა.
შევავსე ვ-მ-ვ ცხრილი და პროექტის კონფერენციის კითხვები, როგორც მოსწავლეებმა.
შევავსე ვ-მ-ვ ცხრილი და პროექტის კონფერენციის კითხვები, როგორც მოსწავლეებმა.
ტრენინგის მე-6 დღე
ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე. გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
Sunday, April 24, 2016
ტრენინგის მე-5 დღე
გადმოვწერეთ პრეზენტაციისათვის საჭირო მასალები.
გადმოვწერეთ და ჩავსვით ვებ-გვერდების მისამართები.
ავაწყვეთ პრეზენტაცია.
გადმოვწერეთ და ჩავსვით ვებ-გვერდების მისამართები.
ავაწყვეთ პრეზენტაცია.
Saturday, April 23, 2016
ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია
დავამთავრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა.
ვიმუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის რუბრიკაზე.
.გადავაკეთეთ და მოვარგეთ მოსწავლეთა საჭიროებებს.
ვიმუშავეთ ნიშნის გამოთვლაზე.
ვიმუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის რუბრიკაზე.
.გადავაკეთეთ და მოვარგეთ მოსწავლეთა საჭიროებებს.
ვიმუშავეთ ნიშნის გამოთვლაზე.
შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი და ჩამოვაყალიბეთ პრეზენტაციაზე მუშაობის გეგმა. სამუშაო დღე იყო ნაყოფიერი.
Sunday, April 17, 2016
III ტრენინგ-დღის რეფლექსია
შევარჩიე თემის შინაარსი.
ჩამოვაყალიბე თემატური და ზოგადი კითხვები.
ტრენერთან ვიმუშავეთ კითხვა პასუხის რეჟიმში დავრჩი ძალიან კმაყოფილი.
I-II მოდულის რეფლექსია
გადმოვწერე ტრენინგისთვის საჭირო მასალები.
შევქმენი ბროშურა.
დავიწყე სასწავლო პტოექტის გეგმაზე მუშაობა.
Saturday, May 9, 2015
Friday, May 8, 2015
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ელექტრონული ფოსტა
|
საგანი
|
ი.ს.ტ.
|
კლასი და საფეხური
|
VIკლასი
დაწყებითი საფეხური
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
24
|
ს.ს.ს.მ მოსწავლეთა რაოდენობა
|
0
|
ესგ-ის მიზნები
|
ინფორმაციის ძიებისას მოსწავლემ ეფექტიანად გამოიყენოს საძიებო სისტემის
შესაძლებლობები. შეაფასოს და იმსჯელოს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან გამოიყენოს
საკომუნიკაციო საშუალებები იდეების, ინფორმაციისა და ციფრული მასალების გასავრცელებლად
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეები ისწავლიან ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, წერილის გაგზავნასა
და მიღებული წერილის ნახვას, ფაილის მიმაგრებას წერილზე და მიღებული ფაილის გადმოწერას.
|
გაკვეთილის ჩატარების თანმიმდევრობა
|
A
ფაზა:
(საორგანიზაციო საკითხები 5 წუთი)
წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის კლასი დავყავი 5 ჯგუფად, რომელთაც წინა გაკვეთილზე მოძიებული აქვთ ინფორმაცია ოკეანეების შესახებ.(თითოეულ ჯგუფს თითო ოკეანეს შესახებ). მოსწავლეებს ვთხოვ მოიფიქრონ როგორ მოახერხებენ მეგობრებს მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მომზადებული დოკუმენტისშესახებ. მსჯელობას წარმარტავ ისე, რომ მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე; ერთერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება, მეგობარს გაუზიარო ინფორმაცია, არის წერილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით.
B ფაზა:
ვუხსნი მოსწავლეებს, როგორ შეიძლება წერილი გაიგზავნოს ერთდროულად რამდენიმე მისამართზე, როგორ მიმაგრდეს წერილზე დოკუმენტი, წაიკითხოს და გადმოწეროს წერილი.
C ფაზა:
მოსწავლეები, რომლებიც რომლებიც ჯგუფებად სხედან, ვთხოვ ერთმანეღში გადააგზავნოონ დოკუმენტები" ოკეანეების" შესახებ და მიმღებმა ჯგუფმა დაადასტუროს პასუხით: "გმადლობთ, დოკუმენტი მიღებულია". მიღებულ წერილს გადმოწერენ. მოსწავლეები ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას. |
შეფასება
|
შეფასებას ვახდენ შეფასების რუბრიკით.
|
გამოყენებული რესურსები
|
წინა გაკვეთილზე მოძიებული მასალები "ოკეანეების" შესახებ, კომპიუტერი.
|
Thursday, May 7, 2015
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
პროექტის მთავარი იდეა: ფეროშენადნობთა
ქარხნის, როგორც პროდუქციის მწარმოებელის დადებითი და უარყოფითი როლი ზესტაფონელების
ყოფა-ცხოვრებაზე.
პროექტის აქტუალობა: ფ.შ.ქ, როგორც მწარმოებლის უდიდესი როლი ქვეყნის და რაიონის ეკონომიკაში და როგორც მწარმოებელის ტექნოლოგიური პროცესების შედეგების უარყოფითი ზეგავლენა ადგილობრივ მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზე.
მიზანი: მოსწავლეები პრაქტიკულად გაეცნობიან წარმოების პროცესს,
კარგად შეისწავლიან კოლექტიური მუშაობის პრინციპებს, გაერკვევიან მშრომელთა უფლება-მოვალეობებში
და გააკეთებენ ობიექტურ დასკვნებს თუ რა ეკოლოგიური საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს წარმოების
პროცესებში არსებულმა ხარვეზებმა.
მონაწილეთა ასაკი: 12წ. VI კლასი
ვადები;
2015წ. აპრილი-ივნისი.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები
გამოაქვეყნებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ფერო და სილიკომანგანუმის
ტექნოლოგია და როგორი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ქარხნის გამონაბოლქვი თითოეული
ზესტაფონელის ჯანმრთელობისათვის. ჩაერთვებიან რაიონში არსებულ მუშა ჯგუფებში, რომლებიც
მუშაობენ ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების საკითხებზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი ფ.შ.ქ-ის ტერიტორიაზე ექსკურსიისათვის, ციფრული ფოტოაპარატი, ინტერნეტში
მოძიებულიმასალები ფ.შ.ქ-ის შესახებ.
.jpg)
პროექტის მსვლელობა: პირველ რიგში მოსწავლეები გაეცნობიან ფ.შ.ქ-ის დაარსებისა და განვითარების ისტორიას, შემდეგ მოაწყობენ
ექსკურსიას ფ.შ.ქ-ის ტერიტორიაზე. გაერკვევიან ტექნიკურ მოწყობილობებში და თვალს მიადევნებენ პროდუქციის
ტექნოლოგიის პროცესს, გაერკვევიან წარმოების ეკონომიკაში იმ კუთხით თუ რა წვლილი შეაქვს
ქვეყნისა და რაიონის ბიუჯეტში და ბოლოს გამოიკვლევენ
რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობა ქარხნის მოძველებული და დეფექტური ელდანადგარების
მუშაობისაგან გამოწვეული მავნე აირების ჰაერში გაფრქვევის გამო.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ქიმია; გაეცნობიან
ფერო და სილიკო მანგანუმისშემადგენელი ნედლეულის სინთეზის პროცესს.
ფიზიკა; გაეცნობიან ელექტრომოწყობილობების მუშაობის
პრინციპებს.
მათემატიკა; ბიუჯეტში ფ.შ.ქ-ის შემოსავლის წილის განსაზღვრით
აწარმოებენ გაანგარიშებებს.
ეკოლოგია; შეისწავლიან თუ რა ზიანი მოაქვს ფ.შ.ქ-ის
გამონაბოლქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი; ი.ს.ტ-ის მასწავლებელი მარინა ბარბაქაძე
ხელმძღვანელის ფოსტა; marine.barbaqadze.07.14@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: marinebarbaqadze.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)
.jpg)