Friday, May 8, 2015

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ელექტრონული ფოსტა
საგანი
ი.ს.ტ.
კლასი და საფეხური
VIკლასი დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა
24
ს.ს.ს.მ მოსწავლეთა რაოდენობა
0
ესგ-ის მიზნები
ინფორმაციის ძიებისას მოსწავლემ ეფექტიანად გამოიყენოს საძიებო სისტემის შესაძლებლობები. შეაფასოს და იმსჯელოს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან გამოიყენოს საკომუნიკაციო საშუალებები იდეების, ინფორმაციისა და ციფრული მასალების გასავრცელებლად
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეები ისწავლიან ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, წერილის გაგზავნასა და მიღებული წერილის ნახვას, ფაილის მიმაგრებას წერილზე და მიღებული ფაილის გადმოწერას.
გაკვეთილის ჩატარების თანმიმდევრობა
A ფაზა:
(საორგანიზაციო საკითხები 5 წუთი)
წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის კლასი დავყავი 5 ჯგუფად, რომელთაც წინა გაკვეთილზე მოძიებული აქვთ ინფორმაცია ოკეანეების შესახებ.(თითოეულ ჯგუფს თითო ოკეანეს შესახებ).  მოსწავლეებს ვთხოვ მოიფიქრონ როგორ მოახერხებენ მეგობრებს მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მომზადებული დოკუმენტისშესახებ. მსჯელობას წარმარტავ ისე, რომ მოსწავლეები მივიდნენ  დასკვნამდე; ერთერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება, მეგობარს გაუზიარო ინფორმაცია, არის წერილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით.
B ფაზა:
ვუხსნი მოსწავლეებს, როგორ შეიძლება წერილი გაიგზავნოს ერთდროულად რამდენიმე მისამართზე, როგორ მიმაგრდეს წერილზე დოკუმენტი, წაიკითხოს და გადმოწეროს წერილი.
C ფაზა:
მოსწავლეები, რომლებიც რომლებიც ჯგუფებად სხედან, ვთხოვ ერთმანეღში გადააგზავნოონ დოკუმენტები" ოკეანეების" შესახებ და მიმღებმა ჯგუფმა დაადასტუროს პასუხით: "გმადლობთ, დოკუმენტი მიღებულია". მიღებულ წერილს გადმოწერენ. მოსწავლეები ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას.
შეფასება
შეფასებას ვახდენ შეფასების რუბრიკით.
გამოყენებული რესურსები
წინა გაკვეთილზე მოძიებული მასალები "ოკეანეების" შესახებ, კომპიუტერი.


გავუფრთხილდეთ ეკოსისტემას

Thursday, May 7, 2015

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

პროექტის მთავარი იდეა:   ფეროშენადნობთა ქარხნის, როგორც პროდუქციის მწარმოებელის დადებითი და უარყოფითი როლი ზესტაფონელების ყოფა-ცხოვრებაზე.

პროექტის აქტუალობა:   ფ.შ.ქ, როგორც მწარმოებლის უდიდესი როლი ქვეყნის და რაიონის ეკონომიკაში და როგორც მწარმოებელის ტექნოლოგიური პროცესების შედეგების უარყოფითი ზეგავლენა ადგილობრივ მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზე.

მიზანი:   მოსწავლეები პრაქტიკულად გაეცნობიან წარმოების პროცესს, კარგად შეისწავლიან კოლექტიური მუშაობის პრინციპებს, გაერკვევიან მშრომელთა უფლება-მოვალეობებში და გააკეთებენ ობიექტურ დასკვნებს თუ რა ეკოლოგიური საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს წარმოების პროცესებში არსებულმა ხარვეზებმა.
მონაწილეთა ასაკი:   12წ. VI კლასი
ვადები;  2015წ. აპრილი-ივნისი.

მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ფერო და სილიკომანგანუმის ტექნოლოგია და როგორი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ქარხნის გამონაბოლქვი თითოეული ზესტაფონელის ჯანმრთელობისათვის. ჩაერთვებიან რაიონში არსებულ მუშა ჯგუფებში, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების საკითხებზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ტრანსპორტი ფ.შ.ქ-ის ტერიტორიაზე  ექსკურსიისათვის, ციფრული ფოტოაპარატი, ინტერნეტში მოძიებულიმასალები ფ.შ.ქ-ის შესახებ.

პროექტის მსვლელობა:   პირველ რიგში მოსწავლეები გაეცნობიან ფ.შ.ქ-ის  დაარსებისა და განვითარების ისტორიას, შემდეგ მოაწყობენ ექსკურსიას ფ.შ.ქ-ის ტერიტორიაზე. გაერკვევიან  ტექნიკურ მოწყობილობებში და თვალს მიადევნებენ პროდუქციის ტექნოლოგიის პროცესს, გაერკვევიან წარმოების ეკონომიკაში იმ კუთხით თუ რა წვლილი შეაქვს ქვეყნისა და რაიონის ბიუჯეტში და ბოლოს  გამოიკვლევენ რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობა  ქარხნის მოძველებული და დეფექტური ელდანადგარების მუშაობისაგან გამოწვეული მავნე აირების ჰაერში გაფრქვევის გამო.

საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
 ქიმია; გაეცნობიან ფერო და სილიკო მანგანუმისშემადგენელი ნედლეულის სინთეზის პროცესს. 
ფიზიკა; გაეცნობიან ელექტრომოწყობილობების მუშაობის პრინციპებს.

მათემატიკა; ბიუჯეტში ფ.შ.ქ-ის შემოსავლის წილის განსაზღვრით აწარმოებენ გაანგარიშებებს.

ეკოლოგია; შეისწავლიან თუ რა ზიანი მოაქვს ფ.შ.ქ-ის გამონაბოლქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი; ი.ს.ტ-ის მასწავლებელი მარინა ბარბაქაძე
ხელმძღვანელის ფოსტა; marine.barbaqadze.07.14@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: marinebarbaqadze.blogspot.com